დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 27 კი - დაიჭრა

04 მაისი 2022, 10:23 901 ნახვა

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 27 კი - დაიჭრა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პავლო კირილენკო ავრცელებს.

10 ადამიანი ქალაქ ავდიიკაში, კოქსის ქარხანაზე ავიაიერიშს ემსხვერპლა. 

ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად კი ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

თავდასხმების შედეგად 45 საცხოვრებელი სახლი და სხვა ობიექტები დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, იმ მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით ჭურვები ესროლა ქალაქ ხარკოვსა და სოფელ პროტოპოპივკას.

დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით კი ოკუპანტები უკრაინის ჯარების ნაწილებს ბომბავდნენ.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა მტრის 7 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში