რა მიზნით იმყოფება რუსული ტანკერი ბათუმის პორტში?

03 მაისი 2022, 15:00 1345 ნახვა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,  ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო  განცხადებით  პასუხობს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride, ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით. 

განცხადებაში განმარტებულია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების,  სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.

შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი