რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს - მედია 

03 მაისი 2022, 10:14 2380 ნახვა

აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დღემდე, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ "სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", რომლის მთავარი მიზანი უკრაინის "დენაციფიკაციაა".

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონიაა, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი