თავდასხმა კლუბში- დაღუპულია 39 ადამიანი

01 იანვარი 2017, 00:00 1933 ნახვა

სისხლიანი თავდასხმა ახალი წლის ღამეს. სტამბოლის ღამის კლუბში შეჭრილმა ბოროტმოქმედებმა ახალი წლის შესახვედრად შეკრებილი ათობით თურქი და უცხოელი ადამიანი იმსხვერპლეს. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. რა ბედი ეწიათ მათ, უცნობია. სოციალურ ქსელში ფაქტი თურქეთში ტერაქტად უკვე შეაფასეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თურქეთში საქართველოს საკონსულოსთვის, საქართველოს მოქალაქეებს ამ დროისთვის არ მიუმართავთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი