რუსეთი მოლდოვაზე თავდასხმას გეგმავს - The Times

02 მაისი 2022, 10:11 953 ნახვა

რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვადან შეეცდება, - ინფორმაციას The Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,“ - განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა სცადოს მოლდოვაში შეჭრა 9 მაისის შემდეგ, როდესაც რუსეთი აღნიშნავს „გამარჯვების დღეს“.

ამ დღეს  ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც გამოიწვევს "დონბასის სცენარის" განვითარებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას.

წყაროს განმარტებით, მოლდოვაზე კონტროლის დაწესება გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი