ქუთაისქალაქობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. უამინდონის გამო 10-მდე ღონისძიება აღარ გაიმართება. ნაწილმა კი ადგილმდებარეობა შეიცვალა.
ტრადიციულად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისი დალოცა. დღესვე დაგეგმილია საპატიო ქუთაისელების დაჯილდოვება, ჭადრაკის ტურნირი და რამდენიმე მუსიკალური კონცერტი.
ქუთაისში გვირილობის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.