ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველდღიური ქადაგების დროს რომის პაპმა ათასობით ადამიანის თვალწინ კვლავ დაუფარავად გააკრიტიკა რუსეთი. პაპმა მრევლს მიმართა უკრაინაში მშვიდობისთვის მუდმივად ილოცონ.
პაპმა ფრენცისკემ ასევე მოუწოდა რუსეთს აზოვსტალისთვის ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას და მისცეს ადამიანებს უსაფრთხოდ გამოსვლის საშუალება. მან მარიუპოლის განადგურებას ბარბაროსობა უწოდა.
პაპმა აღნიშნა, რომ იგი მუდმივად ლოცულობს და ფიქრებით სულ აზოვსტალის ქარხანაში უმწეო მდგომარეობაში ჩარჩენილ ადამიანებთან არის, რომელთაც ახლა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.