უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

28 აპრილი 2022, 12:33 1104 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მხარდაჭერა მოიცავს როგორც პრაქტიკულ ნაწილს, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას.

''საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და  ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, კი ინსტიტუტი მზად არის განაცხადის მისაღებად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან.

„ჩვენ გვესმის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის წინაშეც არიან ეს ქვეყნები.  ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად და პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი