რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის გაჩაღების შემდეგ, კიევი გადავიდა ტერაქტებზე სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“. ვოლოდინი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჟურნალისტებზე თავდასხმები აღკვეთა.
დუმის სპიკერი ასახელებს კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტებს: ვლადიმირ სოლოვიოვს, მარგარიტა სიმონიანს, დმიტრი კისილიოვს, ევგენი პოპოვს, ოლგა სკაბეევას და ტიგრან კეოსაიანს.
ვოლოდინი მოითხოვს აღიარონ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ, პასუხი აგებინონ და დასაჯონ ზელენსკი და ყველა დამნაშავე.
დუმის სპიკერის უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას სწორს და დროულს უწოდებს.