ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

26 აპრილი 2022, 10:53 1541 ნახვა

დღეს კაცობრიობა ჩერნობილის ტრაგედიას  იხსენებს.  1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 36 წელი გავიდა. ეს მოვლენა, რომელსაც მოგვიანებით მეოცე საუკუნის ტრაგედია უწოდეს, უდიდეს ტექნოგენურ კატასტროფად იქცა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე აფეთქების შედეგად გარემოში დიდი ოდენობით  რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა მოხდა. აფეთქების სიმძლავრე კი 500 ბომბს უტოლდებოდა, როგორიც ოდესღაც  ჰიროსიმაზე ჩამოაგდეს.

რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელარუსის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი