რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია - სუსი

25 აპრილი 2022, 20:29 1242 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

„ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს”, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი