ომის 61-ე დღე უკრაინაში

25 აპრილი 2022, 18:04 920 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 215 ბავშვი დაიღუპა, 391-ზე მეტი კი დაშავდა.  ლვოვის ოლქში  ახლა აფეთქებების ხმა ისმის. ოლქის თავმჯდომარის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს . მხოლოდ დღეს, რუსებმა,  უკრაინაში რკინიგზის 5 სადგური დაბომბეს.  უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  16 სამგზავრო მატარებელი გაჩერდა, თუმცა, მალევე 2-მა მათგანმა გზის გაგრძელება შეძლო.  ომის ორი თავის თავზე,  პოლტავას რეგიონში, ქალაქ კრემენჩუკში ოკუპანტებმა 9 რაკეტა ჩამოაგდეს,  განადგურდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.  აგრესორების, საჰაერო იერიშებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკში.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღდგომის დღეს თავდასხმა იყო ხარკოვზეც, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 14 ადანმიანი. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. უკრაინული მხარე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ  რუსული ძალები კრივოიროგზე თავდასხმისთვის ემზადებიან.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  განცხადებით, რუსეთი მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას,   მარიუპოლის "აზოვსტალის" მიდამოებში აგრძელებს. გენშტაბის ცნობით, მტერის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტის უზრუნველსაყოფად მიიწევს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, თუ უკრაინას შესაბამის შეიარაღებას არ მიაწვდიან ქვეყნის სხვა ქალაქებში იგივე განმეორდება, რაც ბუჩაში მოხდა.   ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიევის რეგიონში ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს, იქ ოკუპანტების მიერ მოკლული ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. უკრაინის ლიდერების თქმით, ბუჩა უკრაინაში რუსეთის დანაშაულების "აისბერგის წვერია". ამ დროისთვის ბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება - ნაპოვნია 412 ცხედარი. ოკუპანტები უკრაინელი დეპუტატების მკვლელობას გეგმავდნენ. გარდა ამისა, ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი უკრაინულ მედიასთან ამბობს, რომ რუსეთი თავდასხმას 3 უკრაინელ დეპუტატზე გეგმავდა. უმაღლესი რადას თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სამივე დეპუტატი დაცვით უკვე უზრუნველყოფილია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი