რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

25 აპრილი 2022, 14:36 1152 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას  აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, დერეფანი ადგილობრივი დროით 14 საათზე გაიხსნება და იგი მხოლოდ  მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის იქნება განკუთვნილი, როგორც ამას კიევი მოითხოვდა. 

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ  მარიუპოლს სრულად აკონტროლებს, თუმცა აზოვსტალის საწარმოს გვირაბებსა და თავშესაფრებში მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად აზოვის პოლკის მებრძოლები და  36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იმყოფება. 

უკრაინის ხელისუფლება  ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს მოითხოვდა. მაშინ ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

„რუსეთის ფედერაცია საჯაროდ და ოფიციალურად აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად, გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, გააგრძელონ მშვიდობიანი მოქალაქეების „ცოცხალ ფარად“ გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები ისევ მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფებიან, მაშინ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ კიევის ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ უბრძანოს ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურებს მათი გათავისუფლების შესახებ - აცხადებს რუსეთის  ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის უფროსი მიხაილ მიზინცევი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი