ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას პატივს მიაგებენ ოჯახის წევრები, მეგობრები, მოქალაქეები.
არკადი კასრაძეს დღესვე საკუთარ სახლში სოფელ ერგნეთში გადაასვენებენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში დღეს დილის 7 საათზე ჩამოასვენეს. ის უკრაინაში მტერთან შეტაკებისას 16 აპრილს დაიღუპა.
უკრაინიდან სამშობლოში ხვალ კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს ჩამოასვენებენ.