საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

22 აპრილი 2022, 10:53 1024 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 301 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.12%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 964.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი