"აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა – „აზოვის“ ხელმძღვანელი

19 აპრილი 2022, 21:13 1320 ნახვა

აზოვის პოლკის განცხადებით, მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისი თქმით, ქარხანას მძლავრ ბომბებს ესრვიან და ნანგრევების ქვეშ ბერვი ადამიანია მოყოლილი.

"ჩვენ გვაქვს მორალი და პრინციპები, ჩვენ არ ვარღვევთ ომის კანონებს და წესებს. ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სიტუაცია, მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. იქ ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, - განაცხადა სვიატოსლავ პალამარიმ "რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი