პარტია ''ხალხისთვის'' საკანონმდებლო ინიციატივა

19 აპრილი 2022, 10:01 657 ნახვა

პარტია „ხალხისთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.  მათი ინიციატივაა, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს, აეკრძალოთ ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა და მის საფუძველზე დროებითი ბინადრობის მიღება.

პარტიის წევრის განცხადებით, მათ იუსტიციის სახლისგან მოითხოვეს ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენმა რუსეთის მოქალაქემ შეისყიდა უძრავი ქონება და რამდენმა მიიღო დროებითი ბინადრობა. თუმცა, მათ ჯერ-ჯერობით ოფიციალური მონაცემები არ მიუღიათ.

საკანონმდებლო ინიციატივას წინ უძღოდა პეტიცია, რომელსაც 10 ათასი მოქალაქე აწერს ხელს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი