მედვედჩუკი ზელენსკის და პუტინს მიმართავს

18 აპრილი 2022, 14:07 1014 ნახვა

პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ.

მედვედჩუკის მიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს.

მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა.  

დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი