უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში ჩაფრინდა - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. იქს-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ალტუნი წერს, რომ ზელენსკი და ერდოღანი დღეს შეხვედრის დროს განიხილავენ თანამშრომლობისა და ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების გზებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.
ზელენსკის ვიზიტი დაემთხვევა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ომის დასრულებას და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულად აღდგენას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვლადიმერ პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში უკვე ჩავიდნენ რიადში. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ კომენტარებში უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია საუდის არაბეთში "სერიოზული მიდგომით" ჩავიდა. უკრაინა მოლაპარაკებებზე არ მიუწვევიათ.