ბოლივიაში სამგზავრო ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

18 თებერვალი 2025, 09:05 250 ნახვა

ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც 800 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

შემთხვევა იოკალას სამხრეთ-დასავლეთ მუნიციპალიტეტში მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებულთაგან 10 ზრდასრული და ოთხი ბავშვია, ისინი  ჰოსპიტალიზირებული არიან. 

მთიანი მარშრუტი სავსეა უღელტეხილებით - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა და  აღნიშნა, რომ ავტობუსის სიჩქარე შეიძლება ყოფილიყო ავარიის მიზეზი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში