აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელიდან საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის თითქმის სამწლიანი ომის დასრულებას უკრაინაში.
მოლაპარაკებებისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. მან უბრძანა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაეწყოთ მოლაპარაკებები ომზე, რომლის დასრულების პირობა საპრეზიდენტო კამპანიის დროს არა ერთხელ დადო.
მარკო რუბიო, რომელიც შაბათს თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ესაუბრა, შეხვდება რუს ოფიციალურ პირებს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელთან ერთად. ვინ ჩაერთვება პროცესში რუსეთის მხრიდან, ჯერ უცნობია.