მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

18 აპრილი 2022, 11:10 1089 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

პრემიერ მინისტრის განმარტებით, 300 ათასამდე ფერმერი სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ჰექტარზე 300 ლარს მიიღებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ. პროგრამის დამტკიცების მნიშვნელოვანი ამოცანაა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდია განისაზღვრება 1 ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება ქულების სახით და მათ შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ეს შეეხება დაახლოებით 300000-მდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში