უკრაინაში ამერიკული შეიარაღების პირველი პარტია შევიდა

17 აპრილი 2022, 11:31 966 ნახვა

ამერიკული შეიარაღების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია. დახმარების ახალი პაკეტი 800 მლნ დოლარის მოცულობისაა. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.  აშშ უკრაინისთვის მძლავრი შეიარაღების გადაცემას პირველად დათანხმდა. შეიარაღებაში 11 ვერტმფრენი მი-17, 155მმ ქვემეხი და 300 დრონი შედის.  სამხედრო შეიარაღებით დახმარების პირობა აშშ-ს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბრისას მისცა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში