უკრაინაში პარლამენტართა ვიზიტის რისკები და სუსი

15 აპრილი 2022, 19:38 1006 ნახვა

ქართული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ 3 და ოპოზიციის 4 დეპუტატი უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად ჩადიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ დაჟინებით ითხოვდა საომარ ქვეყანაში ჩასვლას, შემდეგ კი საკუთარი სურვილით თქვეს უარი ერთიან დელეგაციაში მონაწილეობაზე. საპარლამენტო ჯგუფი ბუჩაში რუსული აგრესიის შედეგებს ნახავს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგას შეხვდება. პარალელურად, ვიზიტის დროს მოსალოდნელი პროვოკაციის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შესაძლო პროვოკაციაზე დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც საუბრობდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი