ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ვაქცინის ყოველდღიური მაჩვენებელი ათასამდე გაიზარდა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და მედიკოსები ამბობენ ეს ტემპი მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის.
ეროვნული გეგმის მიხედვით ივლისამდე საქართველოში მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ მხოლოდ 44 პროცენტია.
100-დან 120-მდე ადამიანი იცრება ყოველდღიურად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი უმეტესობა უცხოეთის მოქალაქეა.