გეორგიევსკის ლენტის აკრძალვა

14 აპრილი 2022, 18:07 996 ნახვა

მოლდოვამ საბოლოოდ აკრძალა წმინდა გიორგის ლენტი. ქვეყნის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმად მოლდოვაში  წმინდა გიორგის ლენტების, სიმბოლოების „ზეტისა“ და „ვის“ გამოყენება აიკრძალა, ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნიშნები. 53-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.  შესაბამისი ინიციატივა ექსტრემისტული ან სამხედრო სიმბოლოების დამზადებისთვის, საჯარო გამოყენების ან პოპულარიზაციისთვის  250-დან 500 დოლარამდე  ჯარიმას   ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი