უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანამემამულეების ერთიანობისა და გამბედაობის, ასევე შეერთებული შტატების პრაგმატიზმის იმედი აქვს.
"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საკუთარ ორ ფეხზე. იმედი მაქვს უკრაინის ერთიანობის, ჩვენი გამბედაობის... ევროპის ერთიანობისა და ამერიკის პრაგმატიზმის", - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, კიტ კელოგის მიმდინარე ვიზიტი უკრაინაში "კონსტრუქციული" იყოს.
კელოგს, რომელიც კიევში გუშინ ჩავიდა, ზელენსკი დღეს შეხვდება.