უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. მასშტაბურმა თავდასხმამ დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო ბაღი, ბავშვთა კლინიკა და მაღალსართულიანი შენობები - განაცხადა გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა.
ქალაქის მერის ჰენადი ტრუხანოვის თქმით, ენერგეტიკოსები აფასებენ მიყენებულ ზარალს ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს რაიონში, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ისინი შუქისა და გათბობის გარეშე დარჩნენ.
მისი თქმით, დაზიანებულია 500 შენობა, 14 სკოლა და 13 საბავშვო ბაღი. ქალაქში ტემპერატურა ცელსიუსით მინუს 6 გრადუსამდე დაეცა. ტრუხანოვის თქმით, ქალაქის ამ რაიონში სკოლები და საბავშვო ბაღები ოთხშაბათს არ იმუშავებს.