რუსული მედიასაშუალებები უკრაინელი სამხედროების მხრიდან ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვის დაცხრილვის შესახებ იტყობინებიან. სააგენტო ტასი წერს, რომ დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვია. საცხოვრებელ შენობებს უკრაინულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს-აცხადებს რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგამაზი . მანამდე ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ოლქში სასაზღვრო პუნქტი დაბომბეს, რამაც მანქანები დააზიანა. რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინას ჩრდილოეთით ესაზღვრება და ჩერნიგოვთან ახლოს მდებარეობს. „დღეს სოფელ კლიმოვოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და დანაკარგია მოსახლეობაში", - განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.