დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, პუტინის შემდეგი სამიზნე, შესაძლოა იყოს კრამატორსკი და კოსტიანტინივკა.
მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებით და ემზადება ახალი შეტევისთვის.
"სამშაბათს პრეზიდენტ პუტინის გამოსვლამ, ხაზი გაუსვა მის მუდმივ ინტერესს დონბასის მიმართ, სადაც რუსეთი უკრაინულ ძალების უტევს და განახლებული შეტევისთვის ემზადება. რუსეთის მხრიდან ურბანული ცენტრები კონფლიქტის განმავლობაში განმეორებით თავდასხმების წინაშე დგანან. ქალაქები კრამატორსკი და კოსტიანტინივკა, შესაძლოა, რუსეთის სამიზნე გახდეს მსგავსი დონის ძალადობისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, რუსული ჯარის და ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა ამჟამად მარიუპოლშია.