დუმის სპიკერი უკრაინის პრეზიდენტს დაკავებული მედვედჩუკის გამო ემუქრება

14 აპრილი 2022, 10:57 571 ნახვა

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ხელბორკილები დაადო მის, ნომერ პირველ კონკურენტს", ვიქტორ მედვედჩუკს და "მოღალატედ მის წარმოჩენას ცდილობს". ვოლოდინმა ტელეგრამ - არხზე დაწერა, რომ ზელენსკის ოპონენტის დაკავება აჩვენებს, თუ "როგორი პოლიტიკური თავისუფლებაა" უკრაინაში, თუმცა, "აშშ და ევროკავშირი ამაზე დუმან".

რუსეთის დუმის სპიკერის თანახმად, მედვედჩუკი მინსკის შეთანხმების რეალიზაციის ინიციატორი იყო და ეს რომ გამოსვლოდა, "დღევანდელი ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა". ვოლოდინის განცხადებითვე, მედვედჩუკი მხარს უჭერდა დამოუკიდებელ უკრაინას, რომელიც არცერთ ბლოკში გაწევრიანებული არ იქნებოდა და სწორედ ეს განასხვავებს ზელენსკისგან რომელიც „აშშ-ს დაკრულზე ცეკვავს“.

როგორც დუმის სპიკერი წერს, „თუ ვიქტორ მედვედჩუკს რამე დაემართა, პაუხის გაცემა ზელენსკის მოუწევს“.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი