უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსული გემი, რომელსაც გუშინ უკრაინამ ცეცხლი გაუხსნა ჩაიძირა.
"სადაა "მოსკვა"? ჩაიძირა" - წერს ოლექსეი არესტოვიჩი ტვიტერზე.
13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო კრეისერ Moskva-ს მოხვდა უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა.
სამინისტროს მოკლე ინფორმაციაში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს, ნათქვამია, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, "მოსკვა" ის კრეისერია, საიდანაც 24 თებერვალს, დანებება მოსთხოვეს კუნძულ ზმეინის დამცველ მესაზღვრეებს.