უკრაინაში რუსეთის აგრესიას 197 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 აპრილი 2022, 11:21 988 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 197 ბავშვი დაიღუპა. 351 ბავშვმა კი სხვადსხვა დაზიანებები მიიღო.

გარდაცვლილების შესახებ მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილას, ასევე რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა გართულებულია. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაშავებულია დონეცკისა და კიევის ოლქებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა ან დასახლებული პუნქტები ოკუპანტების მიერ იყო დაკავებული.

პროკურატურის მონაცემებით: დონეცკის რეგიონში - 115, კიევში - 105, ხარკოვში - 81, ჩერნიგოვი - 54, მიკოლაევი - 40, ხერსონი - 38, ლუგანსკში - 36, ზაპოროჟიე - 23, დედაქალაქი - 16, სუმი - 16, ჟიტომირი - 15 ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში