რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 398 წევრს სანქციები დაუწესა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს ნაბიჯი საპასუხო ზომაა, აშშ-ის მიერ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის დაწესებული სანქციების გამო.
რუსეთმა ანალოგიური ზომები მიიღო კანადელი სენატორების მიმართაც. ''შავ სიაში'' 87 სენატორი შეიყვანა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის დუმის 328 დეპუტატი უკრაინაში შეჭრის გამო დაახლოებით ერთი თვის წინ ე.წ შავ სიაში შეიყვანა.