ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს, - ინფორმაციას, "CNN"-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, ჭურვებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე ვერტმფრენებს შეიცავს.
უახლესი პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.
ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინას დამატებით შვეულმფრენებიც გადაეცემა.