აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე

13 აპრილი 2022, 17:39 1022 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტში მკაფიოდ არის თემებზე საუბარი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებებს არ იძლევა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2021 წელს ადამიანის უფლებების საკითხს ეხება, აღნიშნულია, რომ საქართველოში დაუსჯელობა პრობლემად რჩება. არჩევნები, 5 ივლისის მოვლენები, მიხეილ სააკაშვილის დაკავება, ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ამ და სხვა თემებზე ვკითხულობთ ყოველწლიურ ანგარიშში. 85 გვერდიანი დოკუმენტში საუბარია არჩევნების ორი ტურის შესახებ, რომელიც ეუთოს შეფასებით იყო კონკურენტული, თუმცა "გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა პროცესის ზოგიერთ ასპექტში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი