უკრაინა ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ზაფხულში მიიღებს

13 აპრილი 2022, 10:11 548 ნახვა

ევროპარლამენტში ევროპული სახალხო პარტიის ფრაქციამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ევროპულმა სახალხო პარტიამ ამ პოზიციით  ტვიტერზე  უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ტვიტს უპასუხა.  მასში ნათქვამია, რომ უკრაინა  კანდიდატი ქვეყნის სტატუსს უკვე ზაფხულში მიიღებს.  მენდელმა უკრაინაში ევროკავშირის ელჩის მატი მაასიკასის გზავნილი გამოაქვეყნა, საუბრობს ომში მყოფი ქვეყნის შანსებზე.  „უკრაინამ თავისი სისხლით უკვე გააფორმა ევროკავშირში წევრობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული სახალხო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  უკრაინისთის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ომში დახოცილი უკრაინელების წინაშე ევროპის პასუხისმგებლობაა .

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში