რუსი ოკუპანტები ლუგანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ გადადოს ევაკუაცია - უკრაინული მედია

13 აპრილი 2022, 11:46 973 ნახვა

რუსი ოკუპანტები იკრებენ ძალას და სურთ ახალი თავდასხმა ლუგანსკის რაიონზე, ამიტომ ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებლებს სთხოვს, არ გადადონ ევაკუაცია. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ევაკუაცია მოახდინე, სანამ ჩვენ შეგვიძლია წამოგიყვანოთ! რუსები აგროვებენ აღჭურვილობას რუბიჟნესთან და სხვა ადგილებში. დაძაბულობა დღითიდღე იზრდება - დაძაბულობა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ფასად. დაგვიანების დრო არ არის - ავტობუსები დგანან"-აცხადებს სერგეი გაიდაი.

მისივე თქმით, დღეს ხუთი ჰუმანიტარული დერეფნიდან არც ერთი შეთანხმებული არ არის, რადგან რუსები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ლუგანსკის რეგიონში ყველა მიმართულებით. გაიდაი ამბობს, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია მოხდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი