უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

13 აპრილი 2022, 10:45 1878 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ კოსმონავტიკის დღეს დაიჭირეს ბატონი მედვედჩუკი. ის 48 დღე იმალებოდა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნიდან.

განსაკუთრებით ცინიკურია მისი მხრიდან უკრაინული სამხედრო ფორმის გამოყენება. ვთავაზობ რუსეთს: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა ასეთი შესაძლებლობა განიხილონ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ გაქცევა მოახერხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი