უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილთან ხვალ სატალეფონო საუბარს გავმართავ - რუსლან სტეფანჩუკი

12 აპრილი 2022, 22:03 975 ნახვა

​ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში მიიწვია მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რათა საკუთარი თვალით ნახონ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

"მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მქონდა მასთან საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან მექნება ოფიციალური ზარი, კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით“ - აცხადებს სტეფანჩუკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი