„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ განცხადება 

03 თებერვალი 2025, 11:01 89 ნახვა

საპოლიციო ძალები თვეებია ,,ქართული ოცნების“ დავალებით მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულით უპირისპირდებიან. ამის შესახებ „დემოკრატის კვლევის ცენტრის“ განცხადებაშია ნათქვამი.  

DRC აღნიშნავს, რომ 2 თებერვალს, თბილისში Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ,,ქართულმა ოცნებამ“ კვლავ უკანონოდ შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ამასთან, სრულად უგულებელყო კონსტიტუციის ნორმები და მშვიდობიან აქციას კვლავ რეპრესიული პოლიტიკით უპასუხა.ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია, 23 აქციის მონაწილე, მათ შორის პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ერთი არასრულწლოვანი.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:ობიექტურად, კანონის შესაბამისად გამოიძიოს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში