უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისთვის ახალ სანქციებს ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის. მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.