რუსული სპეცსამსახურები საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ ანტიუკრაინული განწყობის გასაღვივებლად - უკრაინის დაზვერვა

12 აპრილი 2022, 13:18 1253 ნახვა

ანტიუკრაინული ისტერიის გასაღვივებლად, რუსული სპეცსამსახურები ემზადებიან რუსეთის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ყირიმში ტერაქტების სერიის მოსაწყობად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილ ბუდანოვის განცხადებით, ამ გზით პუტინის რეჟიმი შეეცდება რუსების კონსოლიდაციას უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთში მობილიზების გეგმის ჩავარდნის შემდეგ.

„რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით, ასევე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა.

ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის სასაზღვრო რაიონებში ტერორისტული თავდასხმები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც  უკრაინელი ნაციონალისტების შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის, რათა გაამართლონ რუსების სისასტიკე უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

მისივე თქმით, რუსეთმა იგივე სცენარი გამოიყენა ჩეჩნეთში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი