კიევის პოლიციის ინფორმაციით, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ დაცხრილული ავტომობილი იპოვეს, რომელშიც ცხედრები აღმოჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ქალი და ორი ბავშვი, რომელთა ასაკიც 14 და 2 წელია.
არსებული ინფორმაციით, მარტის შუა რიცხვებში აგრესორის შეტევის დროს ადგილობრივები ევაკუირებას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გადარჩა მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა. მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.