უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა 

12 აპრილი 2022, 11:02 848 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგო აუცილებელია, ნებისმიერი ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ მოიცავს ნავთობს, მოსკოვში აღქმული იქნება ღიმილით- მიაჩნია პრეზიდენტს. 

,,ახლა მხოლოდ დროის საკითხია - რუსული არმია საკუთარი ქმედებებით, საკუთარი სამხედრო დანაშაულებით აიძულებს მსოფლიოში ყველას, უარი თქვან რუსეთის სახელმწიფოსთან ყოველგვარ კავშირზე“ -განაცახდა უკრაინის პრეზიდენტმა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში