რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა ერთი ადამიანი

12 აპრილი 2022, 10:52 748 ნახვა

ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა რეგიონში რამდენიმე ადგილი დაბომბეს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი. რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. 

უკრაინის სხვადსხვა რეგიონებში იყო ხანძარიც. დაიწვა საცხოვრებელი სახლები. 

დაზიანდა 17 ობიექტი, მათ შორის 12 საცხოვრებელი კორპუსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი