წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ახლა, პროცესი უკვე ელექტრონულად გაკონტროლდება და მას ქაღალდზე აღარ გასცემენ. ცვლილებამ მნიშვნელოვნად უნდა შეზღუდოს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. ამ გადაწყვეტილებით პრობლემის გადაჭრას ვერ ხედავენ სააფთიაქო ქსელში, თუმცა ცვლილებას მიესალმებიან.