წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო

10 აპრილი 2022, 18:56 923 ნახვა

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო. ამის შესახებ უკრაინაში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პასლაკ ხუნდტმა Sky News-თან თქვა.

მისი განცხადებით, წითელი ჯვრის მანქანები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში შეაჩერეს. ხუნდტმა ასევე თქვა, რომ დევნილებმა კერძო მანქანებით შეძლეს, შეერთებოდნენ წითელი ჯვრის დროშის ქვეშ მოძრავ კოლონას. ამ გზით 1 000-მდე ადამიანმა მიაღწია ზაპოროჟიეს.

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. დახოცილია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ადგილობრივებს რუსები სასტიკად უსწორდებიან, ბევრი მათგანი სარდაფში შიმშილით და უწყლობით იხოცება.

რუსეთი ხელს უშლის ადგილობრივების ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში