კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს უმკაცრესად გმობენ. დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. „დიდი შვიდეული“ აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ჩაიწერება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების სიაში, რომელიც აგრესორის მიერ უკრაინის მიწაზე განხორციელდა. მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. მათივე თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი უნდა გაირიცხონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებასთან ერთად იარაღით მხარდაჭერას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი. დღეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის 43-ე დღეა, ამ დრომდე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ქმედებით რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ცდილობს. სად რჩება ყველაზე მძიმე ვითარება და როგორია ბოლო ცნობები.