ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს

07 აპრილი 2022, 16:39 853 ნახვა

ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა 513 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი